საზოგადოება

“ვალერი გელაშვილმა გადალახა ცოლ-ქმრული, ადამიანური, პოლიტიკური ზღვარი, ისეთი რამ იკადრა საცემი იყო“ – ნინო ბურჯანაძე

2017 წელი: პირობა მომცა მიხეილ სააკაშვილმა, რომ სპეცრაზმს პირადი ანგარიშსწორებისთვის  აღარ გამოიყენებდა - როდის ამბობდა ბურჯანაძე სიმართლეს?

„ვალერი გელაშვილმა ისეთი რამე იკადრა, რომ ადამიანურად და კაცურად ის მართლა საცემი იყო“- განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

“ვალერი გელაშვილის საქმე, არ არის გამოძიებული ბოლომდე. როგორ შეიძლება პრეზიდენტი დაადანაშაულო და პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის და სადაც გამოძიება დამთავრებული არ არის. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიშაზე მისჯა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვალერი გელაშვილის ცემის შემსრულებელი დაადებს ხელს ან მიშა სააკაშვილს, ან თავის უფროსს, რომელიც მერე იტყვის, რომ ეს ბრძანება მე მომცა სააკაშვილმა. და ბურჯანაძე, ასე ვთქვათ, რომ ამბობს სასამართლოზე, რომ ეს ცუდი იყო და მე მიშას ვუთხარი, რომ შენ თუ ეს იცოდი და ამას ხელი არ შეუშალე ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და არასწორი ნაბიჯი-მეთქი, უკაცრავად, ამას ახლაც გავიმეორებ. ვალერი გელაშვილს მე ისიც ვუთხარი, საცემი იყავი-მეთქი, მაგრამ მე გცემდი ერთი-ერთზე კაცი რომ ვყოფილიყავითქო, რა… და თუ ვინმემ სპეცრაზმი გამოგიგზავნა, ძალიან არაკაცურად და ცუდად მოქცეულა-მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ. სამწუხაროდ, ბატონმა ვალერიმ გადალახა ცოლ-ქმრული ზღვარი, ადამიანური, პოლიტიკური ზღვარი და ისეთი რამე იკადრა, რომ ადამიანურად და კაცურად ის მართლა საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ ის სპეცრაზმმა სცემა და მე ეს ვუთხარი სააკაშვილს, თუ შენ ეს იცოდი და თუ ეს შენგან მოდის, ეს არის დანაშაული და ეს არის უპატიებელი-მეთქი. მაგრამ მე არ ვიცი, ეს მისგან მოდიოდა თუ არა, მას ჩემთვის ეს არც დაუდასტურებია და არც უარყვია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ინფორმაცია არქივიდან, 2017 წელი, სექტემბერი:  დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ვალერი
გელაშვილმა მას საავადმყოფოში უთხრა, რომ მისი ცემა მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო. ბურჯანაძემ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, სასამართლოს ჩვენება მისცა.

თავიდანვე არ იყო კარგი ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასა და გელაშვილს,
პირადად გელაშვილსა და სააკაშვილს შორისსახლი ჰქონდა გელაშვილს ავლაბარში,
სადაც დაგეგმილი იყო პრეზიდენტის რეზიდენციის აშენება.
გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ ვალერი გელაშვილმა ქონება დათმო და როგორც ვიციამის სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღოთუმცამას შემდეგ, რაც ვერ
მიიღო შეპირებული თანხაგელაშვილმა მოსთხოვა სააკაშვილს პირობის შესრულება.
მე კარგად მახსოვს სააკაშვილის აღშფოთება ამაზერომ როგორ გაბედა მან თანხის მოთხოვნა მისგანამის შემდეგ დაიბეჭდა გელაშვილის ინტერვიუ ერთერთ გაზეთშისადაც სააკაშვილის მეუღლეს და ოჯახს არაკორექტულად მოიხსენიებდაროგორც ჩანსეს იყო ბოლო წვეთი სააკაშვილისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, გელაშვილმა მას ქვეყნის დატოვებაში დახმარება სთხოვა.
როგორც კი წამოვედი საავადმყოფოდანმაშინვე დავუკავშირდი სააკაშვილს და
შევხვდიმის კაბინეტში შედგა ეს შეხვედრავუთხარი ის კითხვის ნიშნებირაც ამ
ფაქტზე იყო და დავაფიქსირე ჩემი აღშფოთებაისიც აღშფოთდა და მითხრარა, არ იყო საცემი ვალერი გელაშვილიმე ვუთხარირომ კი იყო საცემიმაგრამ არა
სახელმწიფო სტრუქტურის გამოყენებითშეიძლება ეცემა მის მეგობარსრომელიც,
ასე ვთქვათ, სააკაშვილის ღირსებას დაიცავდასააკაშვილი ასევე ამბობდარომ დიახ,
სწორედ იმ ინტერვიუსა და ქმედებების გამო გაილახა ვალერი გელაშვილ.
პირობა მომცა მიხეილ სააკაშვილმარომ სპეცრაზმს პირადი ანგარიშსწორებისთვის
აღარ გამოიყენებდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close