სხვადასხვა

ექიმებმა პაციენტის ფილტვიდან COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი ამოიღეს

ბრიტანელმა ექიმებმა 51 წლის პაციენტის ფილტვიდან COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი ამოიღეს. ინფორმაციას ბრიტანული სამედიცინო გამოცემა British Medical Journal Case Reports Journal ავრცელებს.

როგორ აღმოჩნდა კორონავირუსის გამოსავლენი მოწყობილობა პაციენტის ფილტვში?

როგორც გაირკვა, პაციენტს ოპერაციის შემდეგ ტრაქეოსტომია ჩაუტარეს და სპეციალური სასუნთქი მილი დაუყენეს. საავადმყოფოდან გამოწერის წინ ექიმები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ პაციენტი კლინიკაში ყოფნის დროს კორონავირუსით არ დაინფიცირდა. ტრაქეოსტომიის გამო, ნაცხის აღება სასუნთქი მილიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა პროცედურის დროს აპლიკატორი გატყდა და პაციენტის ორგანიზმში აღმოჩნდა.

დაკარგული აპლიკატორის პოვნა რენტგენის საშუალებით არ მოხერხდა, ამიტომ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. ტესტის აპლიკატორი მარჯვება ფილტვის მიდამოებში გამოჩნდა.

British Medical Journal Case Reports Journal აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ტრაქეოსტომიის მქონე პაციენტებში COVID-19-ის ტესტის აღება აუცილებელია, პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებით, სამედიცინო წრეებში განსხვავებული მოსაზრებებია.

„COVID-19-ის ფონზე, დამცავ კოსტუმებში მუშაობა ზრდის მედიკოსების მხრიდან შეცდომების რისკს“ – აღნიშნულია სტატიაში.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close