სხვადასხვა

ექიმები ზაზუნადან ადამიანზე კორონავირუსის შესაძლო გადაცემის შემთხვევას სწავლობენ

ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის შესაძლო გადაცემის გამო, ჰონგ-კონგის ხელისუფლება დაახლოებით 2 000 ზაზუნას განადგურებას აპირებს და მათი იმპორტი და გაყიდვა დროებით შეაჩერა

ჰონგ-კონგში, ექიმები ზაზუნადან ადამიანზე კორონავირუსის შესაძლო გადაცემის შემთხვევას სწავლობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ზოომაღაზიის თანამშრომლის ინფიცირებაზე.

ზოომაღაზიის თანამშრომელს კორონავირუსის „დელტა“ შტამით ინფიცირება დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში, „დელტა“ შტამით ინფიცირების შემთხვევა ბოლო სამი თვეა არ დაფიქსირებულა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზოომაღაზიის თანამშრომლის ინფიცირების წყარო საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ერთ-ერთი ზაზუნაა. ზოომაღაზიაში ზაზუნებს შორის კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

გარდა ამისა, კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც აღნიშნულ მაღაზიაში ზაზუნა შეიძინა.

ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის შესაძლო გადაცემის გამო, ჰონგ-კონგის ხელისუფლება დაახლოებით 2 000 ზაზუნას განადგურებას აპირებს და მათი იმპორტი და გაყიდვა დროებით შეაჩერა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close