Sliderპოლიტიკა

“ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო” – კახა კალაძე ფეხბურთში პირველი ნაბიჯის შესახებ

სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

თბილისის მერმა ბავშვობა გაიხსენა და ის, თუ როგორ დაიწყო მისი ფეხბურთით გატაცება.

„როდესაც წამოვიზარდე, გარდატეხის ასაკში ვიყავი, დაახლოებით 14-15 წლის. სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი. ბავშვისთვის ეს ძალიან დამთრგუნველი იყო. როდესაც მთელი გულით მონდომებული ხარ და ოცნებობ იმაზე, რომ ფეხბურთელი გამოხვიდე, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

კალაძის თქმით ამ ფაქტმა მასში გაბრაზება გამოიწვია.

„გაბრაზება იყო და ის, რომ გაჩვენებთ თუ არ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი“, – დასძინა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close