პოლიტიკა

ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ბელარუსი ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან – პაპუაშვილი

„ბელარუსი ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან“, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე.

ეს ნაბიჯი, ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ისე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის.

ჩვენ იმედი გვაქვს, ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნეს წარმოდგენილი.

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნეს გადაკვეთილი“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close