საზოგადოება

„ეს რა სოკოა ბიძიაა?“-ახლოს მივედი და ვხედავ გაღიმებულ გენიოსს, რომელსაც დაჩი უხსნის სოკოს კრეფის წესს“

ჩემი ფავორიტი ადამიანი – მხატვარი, მწერალი, რეჟისორი რეზო გაბრიაძე, რომელსაც ვიცოდი ,რომ ოქროყანაში ჰქონდა აგარაკი, ასე პირისპირ არსდროს მენახა -ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი იხსენებს როგორ შეხვდრა რეზო გაბრიაძეს ოქროყანის ნაძვნარში სოკოს კრეფის დროს.

„ჩემი ბიჭები პატარობისას ოქროყანის ნაძვნარში სოკოს საკრეფად დამყავდა…. დაჩი თლიფინა, ცელქი და ხმაურიანი ბავშვი იყო,ამიტომ ტვინს რომ დაესვენა ვუთხარი ,სოკო ხმაურზე იმალება, ჩუმად იარე და ჩურჩულით ასეთი სიტყვები გაიმეორე ,,სოკო ,სოკო გამოჩნდი, ძალიან მომენატრე,,… დადის დაჩი თავისთვის , თლიფინებს და მართლაც ჩვენზე მეტი სოკო დაუგროვდა კალათში…,,
ეს რა სოკოა ბიძიაა?,,-მომესმა მამაკაცის ხმა…. ,,მაცლიონკა, ცუმად იკავი დაიმალებიან,პასუხობს დაჩი… ახლოს მივედი მათთან და ვხედავ გაღიმებულ გენიოსს, რომელსაც დაჩი უხსნის სოკოს კრეფის წესს, რომ ჩუმად უნდა ეძებო,არ უნდა მოთხარო და დანით ფრთხილად რომ უნდა ჩაჭრა…
ჩემები ,რომ არიან იმიტომ არა, მაგრამ მართლაც ლამაზი შვილისშვილები მყავს და ზრდილობა რომ არ ეშლებათ ეს ძალიან ბევრს აღუნიშნავს….
სახელები ჰკითხა ბავშვებს და გუგუაოოოო?-სახე გაუნათდა….დაჩის უთხრა მეფის შვილის სახელი გქვია და აბა ,შენ იციო!
ჩემი ფავორიტი ადამიანი – მხატვარი, მწერალი, რეჟისორი რეზო გაბრიაძე, რომელსაც ვიცოდი ,რომ ოქროყანაში ჰქონდა აგარაკი, ასე პირისპირ არსდროს მენახა..
სიხარულისგან ჯერ გავწითლდი, შემდეგ ცრელები მომადგა თვალებზე,მივედი ვაკოცე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის….
სახელი დიდება და კომპლიმენტები არ აკლდა მას ,მაგრამ ესიამოვნა მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი რომ ვიყავი…. ხელზე მეამბორა და დაგვემშვიდობა…
,,ჰარი, ჰარალე დედაო,,ს რომ ვუცქერდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და გუშინ ზუსტად ასე ვიტირე დიდი ქართველის გამომშვიდობება საქართველოსთან…
ღმერთო ნათელი დაუმკვიდრე!“ – წერს ირინა გოგოსაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close