საზოგადოება

ეს გიორგი ექიმია, რომელმაც საოცარი სიმშვიდით და პროფესიულად ამაცილა განსაცდელი, მადლობა მას და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას – ირინე თურქია

“ეს გიორგი ექიმია, გიორგი ბაბუნიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ქირურგი, ინტელექტით, ცოდნით, გულისხმიერებით, იუმორით სავსე სპეციალისტი, პაციენტებისთვის მუდამ იმედის და სიხარულის მომნიჭებელი, პანდემიის პერიოდში ვირუსის გამო მომიწია სხვადასხვა კლინიკებში ყოფნა, არავის ვაკნინებ, მაგრამ ბოჭორიშვილის კლინიკაა, ზუსტად ის ადგილი,სადაც პაციენტებისადმი მაღალპროფესიული მკურნალობა, ზრუნვა და მათი სრული გამოჯანმრთელებაა უმთავრესი, ამიტომაც ვანდე ამ კლინიკას საკუთარი ჯანმრთელობა. საოცარი სიმშვიდით და პროფესიულად ამაცილა განსაცდელი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოეწვია ნაღვლის ბუშტში გაჩხერილ კენჭს გიორგი ექიმმა, თავად მიკვირს, როგორ სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება.

მადლობელი ვარ ახალგაზრდა დასტაქრის, გიორგი ბაბუნიძის, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში მინდა ვუსურვო, მადლობა ჩემს საყვარელ სოფო ექიმს, სოფო ილურიძეს, მთელ გინდს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს სწრაფ გამოჯანმრთელებაში. ვიმეორებ,ბოჭორიშვილის კლინიკა ერთ ერთი საუკეთესოა, რომელსაც თამამად შეგიძლიათ ანდოთ ჯანმრთელობა. მადლიერი ადამიანების სიმრავლეს გისურვებთ! – წერს სოცქსელში ირინე თურქია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close