საზოგადოება

“ეს არის „ქაჯეთის ციხე“ – ხაბეიშვილი

რას ემსახურება სასამართლოს ეზოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება, ვერ გეტყვით. ალბათ, ერთადერთ რამეს, რომ თვითონ ზუსტად იციან, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.

„ბლოკირებული აქვთ საქალაქო სასამართლოს არამხოლოდ დარბაზი, არამედ ტერიტორია და საშუალება არ აქვთ, მათ შორის, მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში გადაადგილდნენ, რაც სრული სიგიჟეა და მეტყველებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, ოღონდ, რისი ეშინიათ, არ ვიცი. ამდენი პოლიციაა მობილიზებული, ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, სადაც ბუდობს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მარიონეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოსამართლეები და ისინი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთასა და გადაწყვეტილებას. დღევანდელი გარე პერიმეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის „ქაჯეთის ციხე“ და ჩრდილოეთ კორეაშიც კი, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მსგავსი სიტუაცია იყოს სასამართლოს ეზოსთან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს არაძალადობრივი აქცია და ჩვენი აქციებიც ზოგადად, ასეთია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close