პოლიტიკა

„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა“ – მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი „კოვიდზე“ დადებითია.

ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია

მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, – წერს მდინარაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close