პოლიტიკა

ესაა პრემიერის გამოსვლის ჩაშლა და თუ ნერვები არ გყოფნით, დატოვეთ დარბაზი – პაპუაშვილი ოპოზიციას

კოლეგებო, თუ ნერვების მოთოკვა არ შეგიძლიათ, მოდით ესეც გვითხარით და დატოვეთ დარბაზი, – ასე მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც პრემიერ-მინისტრს წლიური მოხსენებით გამოსვლისას სიტყვა შეაწყვეტინეს.

„კოლეგები უსმენენ. არავის არ უნდა ჩაერთოთ, ესაა წესი, ზრდილობა, კულტურა პოლიტიკურიც და ადამიანურიც. მოისმინეთ, შემდეგ კითხვა გექნებათ – დასვით, გამოსვლა გექნებათ – გამოდით, მაგრამ ახლა თქვენ რასაც აკეთებთ ეს არის გამოსვლის ჩაშლა და თუ ნერვები არ გყოფნით, დატოვეთ დარბაზი, თუ არადა გამოვაცხადებ შესვენებას და დაგატოვებინებთ დარბაზს“, – მიმართა პაპუაშვილმა დეპუტატებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close