Sliderსაზოგადოება

ეროვნული გამოცდების შედეგები: ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

2022 წელს 116 938 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4,17%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წელს ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა  –  960;
ზოგადი უნარები (სომხ.) – 43;
ზოგადი უნარები (აზერ.) – 54;
ინგლისური ენა -1 368;
რუსული ენა – 35;
გერმანული ენა – 32;
ფრანგული ენა – 2;
მათემატიკა – 693;
ისტორია – 1 408;
გეოგრაფია  – 15;
ბიოლოგია – 153;
ქიმია – 81;
ფიზიკა – 7;
ლიტერატურა – 13;
ხელოვნება – 1;
სამოქალაქო განათლება – 16.
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, სულ შემოსულია 4 სააპელაციო განაცხადი.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულა. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა.  გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია. აპელაციების შედეგი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დასრულდება განაცხადების განხილვის პროცესი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close