საზოგადოება

ერთ დღეში სამი მიწისძვრა – რატომ გახშირდა მიწისქვეშა ბიძგები?

საქართველოში 6 ივნისის საღამოს სამი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების ეპიცენტრი სამივე შემთხვევაში სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორია იყო. მიწისძვრების სიძლიერემ 3.1 და 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში დაფიქსირებული სამი მიწისძვრა მცირე მიწისძვრების კლასს განეკუთვნება.

„მცირე კლასის მიწისძვრები იყო. ეგ ტერიტორია არის სეისმურად აქტიური და მსგავსი მიწისძვრები ძალიან ხშირად ხდება. ერთსაათიან შუალედში სამი ბიძგი დაფიქსირდა, პატარა მიწისძვრების გუნდი, 3,0 და 3,1 მაგნიტუდით. ეს არის მცირე კლასის მიწისძვრების გუნდი. არანაირ დაზიანებას არ მოახდენდა არც ეპიცენტრში და მით უმეტეს, არც მოშორებით. სოფელ სამებასთან შვიდი კილომეტრის მოშორებით იყო სამივე ეპიცენტრი“, – განაცხადა მანანა ძმანაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close