სხვადასხვა

ძაღლმა ერთი წლის ავსტრალიელი გოგონა სიკვდილგან იხსნა

ავსტრალიის ქალაქ ათერტონში, დობერმანმა ერთი წლის გოგონა სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ Bored Daddy იუწყება.

როდესაც ბავშვის დედამ, კეტრინ სვილიჩიჩმა დობერმანი, სახელად ხანი თავშესაფარიდან სახლში მიიყვანა, იცოდა, რომ მას ძველი პატრონები ცუდად ექცეოდნენ  – ძაღლს ცემისგან რამდენიმე ნეკნი გატეხილი ჰქონდა.  ქალმა გადაწყვიტა, რომ ხანი მისი ერთი წლის გოგონას, შარლოტასთვის კარგი მეგობარი გახდებოდა და ასეც მოხდა.

აგვისტოს დასაწყისში ხანმა უცნაური ქცევა დაიწყო. კეტრინი გრძნობდა, რომ ოთხფეხა მეგობარს რაღაც აწუხებდა, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდებოდა. ერთ დღეს, როცა შარლოტა ეზოში თამაშობდა, ხანი კი მის შორიახლოს იწვა, ქალმა დაინახა, რომ ხანმა გოგონას პამპერსში კბილები ჩაავლო და  თავს ზემოთ გადააგდო. შეშინებულმა ქალმა იფიქრა, რომ ძაღლი გოგონას თავს დაესხა და მისკენ გაიქცა, მაგრამ  დობერმანის ახლოს მულგა დაინახა – შხამიანი გველი, რომლის ერთი ნაკბენი მყისიერ სიკვდილს იწვევს.

რომ არა ხანის სწრაფი რეაქცია ბავშვს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. საბოლოოდ, მეზობლად მცხოვრებმა ვეტერინარმა გველისგან დაკბენილი ძაღლის გადარჩენა შეძლო. მას შემდეგ ოჯახს ოთხფეხა მეგობარი გმირად მიაჩნია.

რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლმა 12 წლის ამერიკელი გოგონა აგრესიული უცნობისგან იხსნა – მამაკაცმა გოგონას დაჭერა სცადა, მაგრამ მის დასახმარებლად ძაღლი მივიდა და თავდამსხმელს ტერიტორიის დატოვება აიძულა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close