საზოგადოება

“ერთადერთი ხატია, სადაც წმინდა გიორგიმ შუბით კი არ განგმირა გველეშაპი, არამედ მოათვინიერა და ბაწარზე ჩამობმული მოჰყავს” – ნინო კვაჭანტირაძე

სად იქნება აგი ამბავი და, გურიაში, აჭის მონასტერში

“ერთადერთი ხატია, სადაც წმინდა გიორგიმ შუბით კი არ განგმირა გველეშაპი, არამედ მოათვინიერა და ბაწარზე ჩამობმული მოჰყავს, აბააა?
სად იქნება აგი ამბავი და, გურიაში, აჭის მონასტერში. გილოცავთ, გიორგობას, ყველა ბოროტი და უკეთური მოგეთვინიერებინოთ და სიკეთის გზაზე გეტარებინოთ, სუ გამარჯვებულებს გევლოთ, გფარავდეთ წმინდა გიორგის ძალა და მადლი!
რაკიღა დღესასწაულია, ხუმრობაც მოსულა სულ ის მახსენდება გურულმა რომ უთხრა მამაოს, პატივცემულო მამაო, პაწა დაბლა დაკიდეთ აი წმინდა გიორგის ხატი თვარა მოვკტი კაცი გველეშაპის კუდზე კოცნითო” – ნინო კვაჭანტირაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close