რეგიონები

ერევანში დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობის და შს სამინისტროს შესასვლელი გადაკეტეს

სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, პოლიციის კორდონები გაარღვიეს და გადაკეტეს რამდენიმე სამთავრობო შენობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესასვლელები.

ეროვნული ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა და საპარლამენტო ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა 24 მაისს განაცხადა, რომ აქციის მიზანია, თანამშრომლებს ხელი შეუშალონ შენობებში შესვლაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, „რომელიც აღარ ემსახურება სომხეთის ან სომეხი ხალხის ინტერესებს.“

ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრე ყოველდღე ატარებს დემონსტრაციებს, მათი აზრით,
მიუღებელი დათმობების გასაპროტესტებლად, რომლებზეც ფაშინიანი წავიდა მთიანი ყარაბაღის შესახებ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა დემონსტრაციების დროს, რომელთა მიზანი იყო მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტების მეშვეობით.

ფაშინიანს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა მას შემდეგ, რაც ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი გასულ თვეში ბრიუსელში შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა სამშვიდობო
ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას, და
საერთო საზღვრების სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close