საზოგადოება

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, პატრიარქი მრევლს ნაკლებად შეზღუდული მარხვის ლოცვა-კურთხევას აძლევს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მრევლს ნაკლებად შეზღუდული მარხვის ლოცვა-კურთხევას აძლევს.

“ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!”- ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close