Sliderსაზოგადოება

ელენე ხოშტარია, სად იყავი ოთხი ათასი საჯიშე ბიჭი რომ ჩავაწვინეთ მიწაში, როცა მათ საკუთარი ხარჯებით ვკრძალავდით და საფლავებს სხვის საფლავებზე მორჩენილი ბეტონით ვუკეთებდით?! – ზაირა მიქატაძე

ზაირა მიქატაძე, ჟურნალისტი, ვეტერანი:

“ელენე ხოშტარია, არა მგონია მაშინ, როცა ოთხი ათასი საჯიშე ბიჭი ჩავაწვინეთ მიწაში, ან ნაძვის ხეზე, ან სხვაგან, შავი ლენტი შეგება. სად იყავით შენ და შენი დანი და ძმანი, როცა იმ ბიჭებს საკუთარი ხარჯებით ვკრძალავდით და საფლავებს სხვის საფლავებზე მორჩენილი ბეტონით ვუკეთებდით?! რა, მაშინ არ იყო ნაძვის ხეები თუ ახალი წელი არ შემოდიოდა?! ომში კაცი როცა მიდის, იმას გააზრებული აქვს, იქ რაც შეიძლება, დაემართოს, მაგრამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის დგამს ამ ნაბიჯს. და არა მომავლის გასაშავებლად და სამგლოვიაროდ. არ გინდათ ეს ალაგ-ალაგ კაცთმოყვარეობა და პატრიოტიზმი. გვტკივა, ვწუხვართ, მათთან ერთად ვკვდებით, მაგრამ ქვეყანამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს. პატარებს აქაც, უკრაინაშიც და ყველგან, ფერადი დღესასწაული უნდა დაუდგეთ და არა ძაძით შემოსილი”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close