საზოგადოება

ელგუჯა ცომაიას განცხადებით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაპირდა.

ბრალდებულის თქმით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close