საზოგადოება

„ეკლესიაში ერთი კოვზის ხმარება რომ არ შეიძლებოდა მრევლისთვის, ეგ გამახსენდა“ – ნინო ლაბარტყავა

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„გამყრელიძემ რო ველისციხეში იგრიალა, სუფრაზე სუ კრამიტით რო სვა განსხვავებულები… სანამ დალევდა და რო დალია – მანამდე და მერე იმ კრამიტს დეზინფექცია ჩაუტარდა ნეტა?
არა, რავი, ეკლესიაში ერთი კოვზის ხმარება რომ არ შეიძლებოდა მრევლისთვის, კოვიდს გაავრცელებენო, ეგ გამახსენდა უცებ“ – წერს ნინო ლაბარტყავა.
ცნობისთვის, სტუ­დია “მო­ნი­ტო­რმა” ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­სა­ხებ ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელა. “მო­ნი­ტო­რის” ცნო­ბით, 2021 წლის 25 სექ­ტემ­ბერს გამ­ყრე­ლი­ძემ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ვე­ლის­ცი­ხე­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრი მო­ი­ნა­ხუ­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა.
მა­თი­ვე ცნო­ბით, ფო­ტო­ებ­ზე, ჩანს, რომ NCDC-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი “მა­რან ვე­ლის­ცი­ხურ­ში“ სა­დი­ლო­ბი­სას რე­გუ­ლა­ცი­ებს არ­ღვე­ვენ. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი აც­რი­ლე­ბი არი­ან და ღია სივ­რცე­ში მოქ­მედ რე­გუ­ლა­ცი­ებს არ არ­ღვე­ვენ.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close