საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მობილიზება არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპტილების მობილიზება არ განიხილება.

ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, არაერთი ქვეყნის მაგალითი არსებობს, სადაც საველე ჰოსპიტლებში პაციენტების მკურნალობა არ მოხდა.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ საველე ჰოსპიტლებს, ვინაიდან  გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა და შემდეგ იქ არ მოხდა არც ერთი პაციენტის მკურნალობა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალი  საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, გვაქვს სასტუმროები და კიდევ ვამატებთ ჰოსპიტლებს, რათა არ გახდეს ეს ყველაფერი საჭირო. ამიტომ საველე ჰოსპიტლები არ განიხილება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close