მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საააკაშვილის განცხადებას გმობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარის პირადი მიუკერძოებლობის წინააღმდეგ“, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი.

„მისი განცხადებები, რომლებიც ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, გაკეთდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად. მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებსა და დასკვნებს, დაუშვებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ“, – განაცხადა ბატონმა დაემსმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. ასევე, „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის კოქსთან მიმართებით ამ შეფასებას ეთანხმება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოქსმა განაცხადა, რომ „მისალოცია, არჩევნების მშვიდობიანად გამართვა, რაც ყოველთვის არ ხდება“.

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close