სხვადასხვა

ევროკავშირის ინიციატივით, ყველა ტელეფონი ერთი ტიპის დამტენით დაიტენება

ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ახალი წესები, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის, უნივერსალური დამტენი მოწყობილობა შექმნან, – ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივის მიზანია, შემცირდეს ნარჩენების მოცულობა – მომხმარებლებს, მოწყობილობის ყიდვისას, ახალი დამტენის შეძენა არ მოუწიოთ და უკვე არსებული, უნივერსალური დამტენით სარგებლობა შეძლონ.

წინადადებას გამოეხმაურა Apple-ი. ტექნოლოგიური გიგანტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ინოვაციურ მიდგომას დააზიანებს.

დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს სმარტფონების, ტაბლეტების, კამერების, ყურსასმენების, პორტატული დინამიკებისა და ვიდეოთამაშების კონსოლების უნივერსალურ დამტენი მოწყობილობის შექმნას.

Apple-ის ზოგიერთი მოწყობილობა, მაგალითად, iPad Pro და Mac ლეპტოპები USB-C ტიპის დამტენებს იყენებს, iPhone-ი კი – Lightning-ს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close