საზოგადოება

„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს“ – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ძმას, ცოტნე გამსახურდიას 44-ე დაბადების დღეს ულოცავს და ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!

უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close