საზოგადოება

„დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში 40 ბაღი, 7 სკოლა და 90 კლასი დაიხურა“

„ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს“ –  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოში არსებული მძიმე ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ წერს.

„კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა❗️საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება❗️
არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს❗️
არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული❗️
შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.
არაპროფესიონალიზმი კლავს❗️
ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე ❗️
ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას❗️
ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close