Slider

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიაში წირვას დილიდან პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. მრევლს შორის დაცული იქნება დისტანცია და უსაფრთხოების ზომები.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმიდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close