მსოფლიო
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, რომელიც ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება (თბილისის დროით 21:00 საათზე), დონალდ ტრამპი ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან ფლორიდაში გაემგზავრება.
დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.
იმედინიუსი