მსოფლიო

„დიდი ალბათობით, რაკეტა რაიმე ზიანს არ გამოიწვევს“ – ჩინეთის საგარეო უწყება

რაკეტა „ჩანჩჟენ-5B“-ის ნამსხვრევების უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება და, სავარაუდოდ, ზიანს არ გამოიწვევს. – ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დიდ ყურადღებას ვაქცევთ რაკეტის ატმოსფეროში შემოსვლას. როგორც ვიცით, რაკეტა ისე იყო დაპროექტებული, რომ მისი ნაწილების უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას განადგურდება და დაიწვება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საფრთხე ან ზიანი გამოიწვიოს“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ 22-ტონიანი ჩინური რაკეტა კოსმოსში უკონტროლოდ გადაადგილდება, მის ატმოსფეროში შეჭრას კი შაბათ-კვირას ელოდებიან.

აღნიშნული ფაქტის გამო შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close