საზოგადოება

დიახ, შემთხვევათა ზრდა გვაქვს, პირდაპირ გეტყვით, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან საყურადღებოა, თუმცა მნიშვნელოვანია, არ იყოს პანიკა.

გამყრელიძის თქმით, წესების დაცვის შემთხვევაში, ქვეყანა ინფექციას დაძლევს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისადმი სწორი ინფორმაციის მიტანას. ამიტომ იმართება ჩვენი „ფეისბუქ“ ლაივები, ბრიფინგები, ხშირად სატელევიზიო გადაცემები, რომ მოსახლეობაში არ იყოს პანიკა. დიახ, შემთხვევათა ზრდა გვაქვს, პირდაპირ გეტყვით, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, დავიცავთ რეკომენდაციებს და მივყვებით იმ პრინციპებს, რასაც მუდამ ვღაღადებთ, დამერწმუნეთ, ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close