საზოგადოება

დედამ აბიტურიენტ შვილს დაბადების დღეს საგამოცდო ცენტრთან სიურპრიზი მოუწყო

ერთ-ერთ იუბილარ აბიტურიენტს დედამ სიურპრიზი გაუკეთა და შვილს საგამოცდო ცენტრთან ბუშტებით დახვდა. ამის ამსახველ ფოტომასალას edu.aris.ge ავრცელებს. 

იუბილარის დედას, შვილისთვის ფლეშმობის მოწყობაც უნდოდა, თუმცა იმის გამო, რომ სხვებს ხელი არ შეშლოდა, თავი შეიკავა.

„ჩემი პირველი შვილია და მართლა ძალიან მაგარი გოგოა. ძალიან დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული. თავად შეარჩია უნივერსიტეტებიცა და სპეციალობაც. ამ გამოცდების გამო, ბავშვებზე მეტად, ალბათ ჩვენ, დედები ვნერვიულობთ. ამიტომ ყველა გამოცდაზე აქ ვიყავი.

ნინი ამ სიურპრიზს არ ელოდება, წარმოდგენა არ აქვს. ისე დავგეგმე, რომ ვერაფერი გაეგო. თან ვნერვიულობდი ყველაფერი ისე თუ გამოვიდოდა, როგორც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, გაუხარდება“,- ამბობს ნინი გრძელიძის დედა.

მოგვიანებით, ნინის რეაქციაც გავიგეთ. დედის სიურპრიზმა ძალიან გაახარა და დაბადების დღეს საღამოს ყველასთან ერთად იზეიმებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close