პოლიტიკა

„დასავლეთში მედიკამენტები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს“

მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს – პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ფასი კი არა, სახელმწიფოს მიდგომის უნდა შეიცვლოს.

„მედიკამენტების ფასი აწუხებს ყველას, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არის ის მთავარი პრობლემა რაც ჩვენს ქვეყანაშია. მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დასავლეთი მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს იმიტომ რომ ყველა დაზღვეულია. ჩვენი მომავალია დაზღვევა. უნდა გამოვიდეს იმ ვითარებიდან რაშიც ვართ და უნდა შეიქმნას საყოველთაო, სავალდებულო სადაზღვევო პროგრამა, როცა ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული და მათ შორის უზრუნველყოფილი ყველა მედიკამენტით. ადამიანი 20 ლარიან მეიდკამენტში პირობითაც გადაიხდის 4 ან 5 ლარს. ეს არის გზა რომ ჯანდაცვაზე და მედიაკმენტებზე ხელმისაწვდომობა გავზრდოთ. თვითონ სახელმწიფოს და კერძო სადაზღვევო სტრუქტურებს რომ ძვირი არ დაუჯდეთ მედიკამენტები, რომ ვინმემ არ თქვას რომ აი ახლა ფარმაცევტები გამდიდრდებიან აუცილებლად ელექტრონული ტენდერით უნდა მოხდეს ამ პროგრამისთვის მედიკამენტების შესყიდვა და დანრჩენი სამედიცინო მომსახურების.“ – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close