სამართალი

„დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან“ – ბაღის აღმზრდელმა სავარაუდოდ, ბავშვზე იძალადა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სავარაუდოდ, 3 წლამდე ბავშვზე იძალადა.

„ფიზიკური ძალადობა იყო – შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან” – აცხადებს მშობელი.

როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი მანანა ყავლაშვილი განმარტავს, მომხდარი ფაქტის გამო აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლა:

„საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი”. – აცხადებს ყავლაშვილი.

3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ამ საქმით უწყება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სავარაუდო ძალადობის შესახებ ბავშვის მშობელმა განაცხადა.

ბაღიდან ამოღებული ვიდეო-თვალის ჩანაწერებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close