პოლიტიკა

„დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ბანკში შევარდნილი, სამართლიანი სოციალური მოთხოვნების დამყენებელი დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“- წერს გიორგი გუგავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close