სხვადასხვა

დავკარგე საკუთარი თავი, დავკარგე ქალი! ქალი გამექცა – თამრიკო ჭოხონელიძე ისევ მეუღლესთან განშორების შესახებ საუბრობს

„გეკარგება ეგო და საკუთარ თავს პატივს აღარ სცემ. დავკარგე საკუთარი თავი და ხშირად მომიწია ამისი თქმა, დავკარგე ქალი. ქალი გამექცა. ეს ყველაზე რთულია. ყველაფერი გვერდზე გადის ამ დროს. ვგრძნობდი, რამდენად ეჭვის თვალით ვუყურებდი ყველაფერს.

ჩემი თავი ვერ ავიტანე, ასე ცხოვრება არ შემიძლია. შენი თავის რწმენას კარგავ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ქალი მომებრუნებინა. სარკეში ჩავიხედე ერთ დღეს და ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს.

შევეცადე ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ მე ასეთი გაბოროტებული და ეჭვიანი არ ვარ. არასდროს მიფიქრია, რომ გიას არ ვუყვარვარ. ვამართლებდი იმით, რომ ჩემს თავში ვეძებდი პრობლემას. ურთიერთობა გავაგრძელეთ და ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ვფიქრობ, რომ გიას სახით საუკეთესო მეგობარი მყავს, თუმცა გული მწყდება იმ ხუთ წელზე. ახლა ვხვდები, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

განშორების პერიოდში, ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა გია უსაფრთხოდ სახლში. ასეთი ჩვევა მაქვს, ყველა ოჯახის წევრზე გადამეტებულად ვზრუნავ. უნდა ვიცოდე სად არიან, როგორ არიან”, – საუბრობს თამრიკო ჭოხონელიძემ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close