რეგიონები

დავიწყებთ სერიოზულ საპროტესტო აქციებს, მოხდება რუსული ტვირთების ბლოკირება – ქაცარავა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ყოფილი ძალოვანი, მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-6 დღეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება და ელოდება, რა განაჩენს გამოუტანს რეჟიმი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე იმ „შავ სიაში“, რომელის საოკუპაციო რეჟიმს დიდი ხნის წინ აქვს შედგენილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ის დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებების მსხვერპლი გახდეს.

“ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ ცხინვალიდან, რომ ის არის სასტიკად ნაცემი, ჩვენთვის ეს მოცემულობა რჩება მოცემულობად იმ დრომდე, სანამ ამას ჩვენი თვალით არ ვნახავთ და ეს ინფორმაცია არ გაქარწყლდება ვიდეომტკიცებულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს, პრესინგს ხელისუფლებაზე და ვფიქრობ, მალე, თუ ოჯახიც ვერ დაინახავს ქმედით ნაბიჯებს და რეალურ ქმედებებს, ჩვენ უკვე ოჯახის თანხმობით დავიწყებთ სერიოზულ საპროტესტო აქციებს, მოხდება რუსული ტვირთების ბლოკირება”, – თქვა დავით ქაცარავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close