Slider

„დავით გარეჯის ‘ქეისზე’ მალე გამოჩნდება ძალიან საინტერესო, ნაცსექტისთვის დამანგრეველი ფაქტები“ – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სააკაშვილის თამადობით, გრძელდება ნაცსექტის მხრიდან უაზრო თავის მართლება და თემის გაუბრალოების მცდელობა დავითგარეჯასთან დაკავშირებით. იგონებენ ათასგვარ სისულელესა და ტყუილს. ლუღლუღებენ დანაშაულზე წასწრე„ბული მოზარდებივით.
‘ნაცრუპორმა’ გვარამიამ გაბედა და თქვა – “შეთითხნილი საქმეა როგორც სამეგრელოში კასრებში ნაპოვნი ვითომ მასალები”. გესმით? ჯალათების ‘გამპრავებელი’ იმ საცოდავ ნაწამებ და განადგურებულ ხალხს აბუჩად იგდებს!
თუმცა, რა გასაკვირია იმ ნაცსექტისგან, რომელიც შემოუძღვა ოკუპანტ რუსებს, დაგვაკარგინა დამატებითი სოფლები და დაკარგულ ქართულ მიწა-წყალს ს “ქვის გროვები” უწოდა.
დავითგარეჯას ‘ქეისზეც’ მალე გამოჩნდება ძალიან საინტერესო, ნაცსექტისთვის დამანგრეველი ფაქტები. ველოდებით გამოძიების დასრულებას იმ ახალი მტკიცებულებებით, რომელიც ნაცებს დაკარგული ეგონათ“ – წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

Ghia Abashidze-ს ფოტო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close