საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი ლიანა ნებაძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ლიანა ნებაძე მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი იყო, რომელიც იმუნიზაციას კარდაკარ ახორციელებდა.

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ლიანა ნებაძე ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში 2012 წლიდან მუშაობდა.

„კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი… მას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. ლია გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციური საქმიანობით, შრომისმოყვარეობით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close