Slider

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ

ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.

82 წლის ასაკში გარდაცვლილი ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. მოქალაქეები სამი დღის განმავლობაში შეძლებენ პატივი მიაგონ დოჩანაშვილის ხსოვნას.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

მწერალი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close