საზოგადოება

„გულწრფელად ვამბობ: მე ჩავჯდები, ოღონდ ესენი არა!“ – რას წერენ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ პირებზე?

გულწრფელად ვამბობ: მე ჩავჯდები, ოღონდ ესენი არა – ფილოლოგი და ნოველისტი ივდით კუხიანიძე ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან ცუდი!
ერთი წამითაც არ ვამართლებ ამ სამეულს, მერწმუნეთ!
ვამართლებ კი არა, ვგმობ და ყოველთვის დავგმობ მსგავს უგვანო ქმედებას!
როგორ გაბედეს , როგორ აღმართეს ხელი ახალგაზრდა კაცზე, ვახო სანაიაზე?!
რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ, უნდა აგონ პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს, მაგრამ მთელ ამ ისტორიაში არის ერთი ” მაგრამ” : ეს ბიჭები წინასწარი განზრახვით არ დასხმიან თავს ვახო სანაიას , არც არავის დავალებით არ მოქმედებდნენ, ნასვამები იყვნენ და გონებაარეულები!
მეტსაც ვიტყვი- დასხმით არც დასხმიან!
დამერწმუნეთ, ხალხო, სამივე ჩემს თვალწინ გაიზარდა, უწესიერესი ოჯახიშვილები არიან, ღმერთს ვფიცავ და უწესიერესი ბავშვები თავად!
ერთი მათგანი ლეიკემიით იყო ავად და წლების განმავლობაში მკურნალობდა, ძლივს გამოჯანმრთელდა, მთელი უბანი ფეხზე ვიდექით, მეორე მამით ობოლი და დედისა და დის პატრონი ( სხვათა შორის, მამა პოლიციელი იყო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლა ანაფორაში გადაცმულმა რეციდივისტმა) და მათზე მზრუნველი, მესამე ფეხბურთსა და ლიტერატურაზე შეყვარებული ( ჩემი მოწაფე იყო) , ზრდილობისა და კულტურის განსახიერებები!
სამივე უსაყვარლესი და უწესიერესი, ბიჭი, ს ა მ ი ვ ე !
იკითხეთ ყველგან და ყველასთან, ერთი აუგი სიტყვა არ დასცდება ვინმეს მათზე!
არ ვიცი, რა მოუვიდათ, რა ეშმაკი შეუჩნდათ!
მისახმარებლად მივიდნენ, მანქანას აწვებოდნენ და გადმოსული უპირბადეო ვახო რომ დაინახეს, მერე მოხდა ის , რაც მოხდა!
ერთმანეთს გაეპრანჭნენ, ვინ უფრო ” მაგარი” გამოჩნდებოდა, თუ რა ეგონათ ნასვამებს, ხელს რომ სწევდნენ ადამიანზე?!
რა მნიშვნელობა აქვს, ჟურნალისტი იქნება ის, თუ არაჟურნალისტი!
მაგრამ… აი, ისევ ეს ” მაგრამ”… იქნებ გაითვალისწინოს ეს გარემოებები სასამართლომ ? – პირველი შემთხვევაა მათ ცხოვრებაში და, დარწმუნებული ვარ, უკანასკნელიც!
იქნებ, არ გავწიროთ მკაცრი სასჯელისთვის?
ეგებ გამოიჩინონ ჰუმანურობა?
მთელი სამეზობლო დავუდგებით თავმდებად!
გულწრფელად ვამბობ: მე ჩავჯდები, ოღონდ ესენი არა…“ -წერს ივდით კუხიანიძე.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა 24 თებერვალს გვიან ღამით თებერვალს მოხდა. ვახო სანაიას განცხადებით, მას დაზიანება აქვს როგორც თავზე, ასევე ხელებზე, ფეხზე, აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისივე თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც. ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყვარელიძე და ვაჟა გიგაური დააკავეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close