მსოფლიო

“გრძელი, მძიმე ზამთარი გველის“ – ბაიდენმა ამერიკელებს წესების დაცვისკენ მოუწოდა

აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან.

„ყო­ველ­თვის იმ­სა­ხუ­რებთ სი­მარ­თლის მოს­მე­ნას თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის­გან. უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ შე­ვა­ჩე­როთ ვირუ­სის ზრდა, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ტა­ნა ტკი­ვი­ლი, მსხვერ­პლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მან დაგ­ვყო, გაგ­ვაბ­რა­ზა, ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გან­გვა­წყო. ვიცი, რომ ქვე­ყა­ნა ბრძო­ლის­გან და­ი­ღა­ლა. უნდა გვახ­სოვ­დეს – ჩვენ ვე­ო­მე­ბით ვირუსს და არა ერ­თმა­ნეთს,”- აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა და ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და, უარი თქვან მად­ლი­ე­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დიდ ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებ­ზე, ატა­რონ პირ­ბა­დე­ე­ბი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია.

ბა­ი­დე­ნის თქმით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ”გრძე­ლი მძი­მე ზამ­თა­რი” ელო­დე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პო­ზი­ტი­ურ სი­ახ­ლე­ებს ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმე­დით უყუ­რებს და აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში და­ი­წყე­ბა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close