რეგიონები

გორის მერის ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდა

ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაეზარდათ საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებს

გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5 500 ლარი ექნება. “ოცნების” საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც.

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარი იქნება. ჩინოვნიკების ხელფასების გარდა, იზრდება აიპების დაფინანსებაც.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი  ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის ინტერესებსაა მორგებული და არაა გათვალისწინებული მოსახლეობის პრობლემები და ინტერესები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close