საზოგადოება

გიორგი კეკელიძე გამომეხმაურა და მითხრა, რომ სტიპენდიის სახით არიგებს საკუთარი ფონდის ფულს და მარო მაყაშვილის სახელის დარქმევაში ამ სტიპენდიისთვის, ვერავითარ უხერხულობას ვერ გრძნობს – ლევან ცალუღელაშვილი

Სტიპენდიას რაში უნიშნავ?! Ან გურულ დღიურებთან რა კავშირი აქვს მარო მაყაშვილს? გურული დღიურების სტიპენდია რომ ყოფილიყო, რა დაშავდებოდა?! Თუ შენი ჯიბიდან აფინანსებ, კი ბატონო, მაგრამ მაროს რას ერჩი...

ლევან ცალუღელაშვილი:

მარო მაყაშვილის პრემიის ლაურეატიო… კარგი გოგოა, ყველაფერი… Მე მაპატიეთ, მაგრამ მარო მაყაშვილი ჩემთვის სხვა ცნება, სხვა სიწმინდე და სხვა სიმაღლეა. Პარალელის გავლებადაც არ ღირს, Არათუ სტიპენდია დაუნიშნო. Თავადვე უნდა მოერიდოს. Გადაეცი სიმბოლური, სამახსოვრო ჯილდო. Სტიპენდიას რაში უნიშნავ?! Ან გურულ დღიურებთან რა კავშირი აქვს მარო მაყაშვილს? გურული დღიურების სტიპენდია რომ ყოფილიყო, რა დაშავდებოდა?! Თუ შენი ჯიბიდან აფინანსებ, კი ბატონო, მაგრამ მაროს რას ერჩი… კომენტარი დავწერე გიორგი კეკელიძესთან და არა მგონია, დამინდონ. Აზრი მაინტერესებს, თორემ თუ უნდათ, ძეგლი დაუდგან… – ამ სტატუსის შემდეგ ლევან ცალუღელაშვილი აქვეყნებს მეორე სტატუსს:

Თავად მწერალი გიორგი კეკელიძე გამომეხმაურა და მითხრა რომ სტიპენდიის სახით არიგებს საკუთარი ფონდის ფულს და მარო მაყაშვილის სახელის დარქმევაში ამ სტიპენდიისთვის, ვერავითარ უხერხულობას ვერ გრძნობს. Მე რომ ვიყო მაყაშვილების ოჯახის წარმომადგენელი, დავუმტკიცებდი რომ მარო მაყაშვილის ხსოვნის და პატივისთვის შეუფერებელია Ფონდ “გურული დღიურების” საქველმოქმედო ბიუჯეტისთვის ეროვნული გმირის სახელის დარქმევა, რომელსაც “გურულ დღიურებთან” არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ბავშვი იყო აქციაზე და მოერიდა წყლის ჭავლს. Ამის გამო ენიჭება წოდება, მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიანტი და ენიშნება თანხა გამოვლენილი მამაცობისთვის, წყლის ჭავლის არიდებაში. Და ამას აკეთებს ფონდი “გურული დღიურები”. Ერთი მეორესთან და მითუმეტეს ეროვნულ გმირთან რა კავშირშია, გაუგებარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close