Sliderპოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა!

უკვე დიდი ხანია, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ცილისმწამებლური განცხადებები ოპონენტების მისამართით, ურთიერთბრალდებები, შეურაცხმყოფელი მიმართვები. მორალური საზღვრებიდან გასული მოქმედებები წინასაარჩევნო პერიოდის განუყოფელ ნაწილად იქცა- წერს საინფორმაცია სააგენტო ipress.ge და ყოფილ პრემისერ-მინისტრთან ჩაწერილი ინტერვიუდან ნაწყვატეს სთავაზობს მკითხველს.

ამ დროს, არავინ ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს – ნებისმიერი პოლიტიკოსის უკან დგას ოჯახი, შვილები, რომლებიც ძალაუნებურად ამ პროცესების თანამონაწილეები ხდებიან. როგორ რეაგირებს ოჯახი და რა სირთულეების გადალახვა უხდებათ მ დროს პოლიტიკოსებს, ამასთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ვკითხეთ.

– რატომღაც ადამიანებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსაც და ხშირად უფლებადამცველებსაც,  ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის უკან დგას ოჯახი და ოჯახის წევრები. რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ თქვა, ჩემი შვილები რეზინის კი არ არიანო. ასევე, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვან შვილებს დაადგნენ კამერით და ცდილობდნენ მათ ჩაწერას.

თქვენც არასრულწლოვანი შვილი გყავთ. თქვენი  მეუღლე და შვილი როგორ რეაგირებს თქვენი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე? მაგალითად იმაზე, რომ ხართ “კოკაინშიკი”?  გექმნებათ ამის გამო პრობლემები? თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება, არასოდეს საუბრობთ ოჯახზე…

მე, მაგ მხრივ, ძალიან გამიმართლა და ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა. ამ ციხესიმაგრეს, ჭორიკანა ბიჭები და გოგოები ვერაფერს დააკლებენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, მაგრამ სერიოზული ციხესიმაგრეა, სერიოზული ფუნდმენტური კედლებით. ვერავინ, ვერც მე, ვერც ჩემს ოჯახს, იმიტომ რომ მყარად ვდგავართ, ვერაფერს დაგვაკლებს, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  ეს არ არის მარტივი, რთულია. ეს არის ფაქტობრივად წესების გარეშე თამაში. მაგრამ გავუძლებთ ყველაფერს. ჩვენ არ გვეშინია!

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close