Sliderსაზოგადოება

გთხოვთ! ჩვენ სამშობლოში სახელმწიფო საქმიანობაში ჩაურევლობის გათვალისწინებით, საშუალება მისცეთ მთავრობას იმოქმედოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებით! – ღია წერილი კელი დეგნანს

მაია რუსაძე, ემიგრანტი:
“ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს !!
ქალბატონო კელი!
მიუხედავად იმისა რომ ჩემს სამშობლოში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ვოიაჟებს, რომელმაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სამართლიანი პროტესტი დაიმსახურა(!) თავს უფლებას ვაძლევ როგორც ქართველი პატრიოტი შეგახსენოთ რომ;
საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იმპერიების ჭიდილში გეოპოლიტიკური პროცესების კვალობაზე ყოველთვის თავი გადაირჩინა!
მოგეხსენებათ არა ერთი ერი და ხალხი გაქრა ან აღიგავა მიწისაგან პირისა! ბევრი შინაური თუ გარეშე მტრების თავხედობით დაუძლურებული საქართველო -მუდამ ღირსეულად იცავდა თავს ჩვენი ღირსეული წინაპრების მეფეების და საერთო სამოქალაქო საზოგადოების ერთობით !!
ჩვენი ისტორიული მისიის საიდუმლოებაც სწორედ ჩვენი ქვეყნის და არა მარტო) გადარჩენაში მდგომარეობს !!
მოგეხსენებათ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი მტკივნეულად აისახა ჩვენი ქვეყნის სოციალურ -პოლიტიკურ მდგომარეობაზე !
საქართველომ საბჭოთა იმპერიიდან გასვლა გადაწყვიტა – 19 91 წლის 31 მარტის საერთო საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა აღიდგინა- დამოუკიდებლობის დღედ კი 9 აპრილი გამოცხადდა!- ღირსეული საქართველოს შვილების უკვდავების და მარადიული ხსოვნის საპატივცემულოდ !!
ჩვენ- რუსეთის იმპერიამ არ გვაპატია ეს ნაბიჯი თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი გახდა პირდაპირი სამიზნე რუსული იმპერიალიზმისა თუმცა არა მარტო რუსული იმპერიალიზმის -ცხადია არც თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და პრეზიდენტი იყო გულგრილი ჩვენს მიმართ სადამსჯელო ოპერაციებისა!- ჩვენ კარგად გვახსოვს საქართველოს ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის დამოუკიდებლობის მესაძირკვლის ბატონი ზვიად გამსახურდიას მიმართ სასტიკი დევნა!!
91 – 92 – 93 წლის მოვლენებმა საქართველოსთვის მტკივნელი და გამანადგურებელი შედეგები მოიტანა! ჩვენ არ გვაპატიეს დამოუკიდებლობა და ორი ქვეყნის რუსულ -ამერიკული იმპერიალიზმის სამსხვერპლოზე დაგვდეს ღონემიხდილი !!
დიახ, თქვენი ქვეყნის დიდი წვლილი უდაოდ არის ჩვენი ქვეყნის უბედურებაში!
როდესაც საქართველოს ახლადარჩეულ პატრიოტ პრეზიდენტს თქვენ პოლიტიკა დაუწუნეთ და პირდაპირ თქვით;
“ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს დამღუპველი ნაციონალიზმის მქადაგებელს , რომელიც მიდის დინების საწინააღმდეგოდ” -ამ სიტყვებით ჩანს თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენს მიმართ- მიუხედავად იმისა ,რომ თქვენმა ქვეყანამ ჩვენს დამოუკიდებლობას პირველმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ის რომ შეეჩერებინა გავეშებული პუტჩისტები რუსული არმიის მხარდაჭერა და შევარდნაძის ხუნტა !!-ამის კეთილი ნება თქვენ არ გამოიჩინეთ! – ამიტომაც ვთვლით რომ ჩვენი სამშობლო რუსულ- ამერიკული იმპერიების ინტერესს შეეწირა დიახ- ეს ასეა და ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა ეს კარგად იცის 91- 92 წელს ჩვენი ქვეყანა გახდა გლობალური პროცესების მსხვერპლი ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი იქ შეჭრა იყო სადამსჯელო ოპერაცია და შურისძიება ჩვენი ქვეყნის მიმართ! მაშინ მსოფლიო სდუმდა და საქართველოს გადასარჩენად არავის უფიქრია არც ერთი ევროპული ქვეყანა ჩვენს ინტერესებს არ იცავდა ! სასოწარმკვეთი დუმილი და უსულგულობა გამოავლინა მაშინ მსოფლიომ. საქართველოს მიმართ!
თქვენ დღეს თამამად აცხადებთ და გინდათ დაგვარწმუნოთ რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და თავს თვლით ჩვენს “ღირსეულ პარტნიორად “-როგორ გავიგოთ ეს ?!-როცა საქმე სინამდვილეში სხვაგვარად არის და პირდაპირ დიქტატს და ძალადობას აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის შინაურ თუ საგარეო საქმეებში ჩარევით !!
თქვენს მიერ მხარდაჭრრილი ელგბტ და არასამთავრობო სექტორი არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დიდი უმრავლესობის განწყობას -პირიქით!!
ჩვენ მეორე ომიც გამოვიარეთ 2008 წელს, რომელიც უშუალოდ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერით მოხდა და ეს ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა იცის !!- შედეგები კიდევ უფრო უარესი – დავკარგეთ არა მარტო ადამიანური რესურსი არამედ უდიდესი ძირძველი საქართველოს ტერიტირია ისტორიული ქართლი ,ზემო აფხაზეთი, ახალგორი (!!)
ვარდების რევოლუციამ დამანგრეველი შედეგები მოგვიტანა და ხელისუფლებაში მთლიანად ანტისახელმწიფოევრივი რეჟიმი დამყარდა ,რომელიც ქუჩაში ხვრეტდა კლავდა და ციხეებში გაუგონარი სისასტიკით სჯიდა საქართველოს მოქალაქეებს- ქართელებს და არაქართველებს !!
2012 წელს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ძალისხმევით ჩვენ შევძელით დამნაშავე ძალის დამარცხება და დიდი მხარდაჭერით “ქართული ოცნების” როგორც მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოყვანა
თუმცა მოსვლისთანავე აქაც დასავლური ორგანიზაციების ჩარევით ჩვენ გამოგვაცხადებინეს კოჰაბიტაცია” დამნაშავე სახელმწიფო “ძალასთან -რამაც ქართველი ხალხის უდიდესი პროტესტი გამოიწვია !!
სისტემატიურად უცხოური ორგანიზაციების მიერ ხდება ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში უხეში ჩარევა თვალსაჩინოდ გამოდგება რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთით ჩვენი საბრძოლო ოპერაციებში ჩართვის გამო მოწოდებები!- უკრაინის მხარდასაჭერად (!!)
ეს ღიად ცხადდება და ამას არავინ მალავს ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს მიაჩნია და თვლის ,რომ საქართველოში ომის გაჩაღება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების “კეთილი ნების ” მხარდაჭერა – მათი ინტერესების სასარგებლოდ იქნება ვიდრე საქართველოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატულება !!
ჩვენ საკმარისად ვიგემეთ ბევრი მარცხი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებით !!
გთხოვთ !!- ჩვენს სამშობლოში სახელმწიფო საქმიანობაში ჩაურევლობის გათვალისწინებით –
საშუალება მისცეთ დღევანდელ მთავრობას იმოქმედოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებით !
მაია რუსაძე”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close