მსოფლიო

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა​ 100-ს გადააჭარბა

გერმანიაში ძლიერი შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა​ 100-ს გადააჭარბა. სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ბონის სამხრეთით მდებარე არვაილერის რაიონი, სადაც მდინარე არი ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლები დაანგრია.„ბიბისის“ მონაცემებით, 43 ადამიანია გარდაცვლილი ჩრდილოეთ რაინის-ვესტფაილის მიწაზე, ხოლო 60-ზე მეტი გარდაცვლილია რაინლანდ-პფალცში. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის გამო, აირვაილარის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მოწყდა. მაშველებს მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავდათ. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტიც.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელმა სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.

ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბელგიაშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულია. დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ბელგიის ლიეჟის პროვინციაში მოსალოდნელია მდინარე მაასის ადიდება, რის გამოც გამოცხადებულია წყალდიოდბის საფრთხე. ბელგიის სამხრეთ ნაწილში სტიქიის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close