პოლიტიკა

გაუგებარია, რატომ გამოიყენა ვეტო პრეზიდენტმა, შემდეგ სესიაზე განვიხილავთ და კვლავ დავუჭერთ მხარს მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, კანონპროექტი განხილული იყო ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც.

თალაკვაძის განცხადებით, ვინაიდან ცვლილებებთან დაკავშირებით საკმარისი არგუმენტაცია არსებობს, მას შემდეგ, რაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close