პოლიტიკა

„განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში“

საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღვანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

“ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამე, რაც ჩვენ არ ვიცით, ექსტრადიცია აქედან უკრაინაში, აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
არ მგონია უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. ამიტომ, საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი.
თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რომ საქარათველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია. ამის სამართლებრივი მიზანშეწონილობა არ არსებობს და შესაბამისად ის ქართული სასჯელი არის ჩვენივე სუვერენული ქვეყნის სასჯელები, რაც მას აქვს მისჯილი, ასევე არის ბრალდებული და მომავალში თუ ან გამართლდება ან გამტყუდება, განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში.
შესაბამისად, ტრანსფერი ანუ გადაცემა თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის.

პოლიტიკურად გაკვირვებული ვარ, თუ ადამიანი არის მოწოდებული თავი შეწიროს იდეალებს, მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი კიევში დაბრუნდეს. იმიტო რომ უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close