საზოგადოება

გაეროს ატრიბუტიკის გამოყენებას სპეციალური ნებართვა უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაცების უმსგავსობაზეც მოახდენენ რეაგირებას – ქადაგიძე

გაერო აღშფოთებულია და მწვავედ აკრიტიკებს ყაზახებს, რადგან ადგილობრივი სამხედროები სწორედ ცისფერი ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ, რისი ნებართვაც მათ არ ჰქონდათ

ამ ორგანიზაციის ატრიბუტიკის გამოყენებას სპეციალური ნებართვა უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაცების უმსგავსობაზეც მოახდენს გაერო რეაგირებას, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აზრიარებს ინფორმაციას, სადაც გაერო ყაზახეთს ცისფერი ჩაფხუტების უნებართვო გამოყენებისათვის აკრიტიკებს.

როგორც ქადაგიძე წერს, ნაციონალური მოძრაობა გაეროს კარვებში შიმშილობდა და მათ გარროსგან ამის ნებართვა არ ქონიათ.

,,გაერო აღშფოთებულია და მწვავედ აკრიტიკებს ყაზახებს, რადგან ადგილობრივი სამხედროები სწორედ ცისფერი ჩაფხუტებით გადაადგილდებოდნენ, რისი ნებართვაც მათ არ ჰქონდათ. აუცილებელია მიეწოდოს გაეროს ინფორმაცია, რომ ნაცები სწორედ მათ კარვებში “შიმშილობდნენ” და თან ისე, რომ გაეროსგან არანაირი უფლება არ მიუღიათ! ამ ორგანიზაციის ატრიბუტიკის გამოყენებას სპეციალური ნებართვა უნდა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაცების უმსგავსობაზეც მოახდენს გაერო რეაგირებას“, – წერს ქადაგიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close