პოლიტიკა

გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა – ელისაშვილი სააკაშვილის შესახებ

გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, უბრალოდ თუ კიდევ გავრცელდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ საეჭვოა, არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„სურვილი აქამდე არ მქონია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მე არც ექსპერტი ვარ და არც სამედიცინო რამეები გამეგება, მაგრამ უბრალოდ მე მინდა, ჩემი შთაბეჭდილებები მქონდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ერთი მთავარი, რასაც მე მოვითხოვ, ახლა განსაკუთრებით უფრო კატეგორიულად, არის ის, რომ ვიცოდეთ, რა სჭირს რეალურად სააკაშვილს.

კატასტროფა იქნებოდა ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, არ გვაქვს სააკაშვილთან, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი არის პირველ რიგში ადამიანი და ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკლა და სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო. ეს არ მომწონდა მე სააკაშვილის, რომ არაადამიანურ პირობებში ჰყავდა პატიმრები, ღირსებააყრილი, ხუთკაციან საკანში 40-60 ჰყავდა და ამიტომ იყო, რომ მაშინ ვუპირისპირდებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close