პოლიტიკა

„გადაწყდა! ვაპირებთ წესრიგის დამყარებას“ – გიორგი სიგუა პარტიას ქმნის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს:

„გადაწყდა!
კი! ვაკეთებ პოლიტიკურ პარტიას .
რადიკალურს , ოპოზიციურს, უკომპრომისოს.
სახელწოდება – “რევოლუციური დემოკრატია”
ვისთან – ყველაზე ნიჭიერ , ენერგიულ და მაგარ ახალგაზრდებებთან და ჩვენს ემიგრანტებთან ერთად.
რას ვაპირებთ – წესრიგის დამყარებას , ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კანონის წინაშე ყველას გათანაბრებას, არსებული პოლიტიკური კლასის მთლიანად ჩარეცხვას , პრივილეგიების მოსპობას, ქურდების, მექრთამეების, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას , მიტაცებული სიმდიდრის უკან დაბრუნებას, რესურსების ხელახალ, სამართლიან გადანაწილებას, საბანკო ფინანსური დიქტატურის დასრულებას, ინსტიტუტების , სისტემების მწყობრში მოყვანას , თანამოაზრეების შემოკრებას , დამფუძნებელი ყრილობისთვის მზადებას და კიდევ ბევრ რამეს“- წერს გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close