სამართალი

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ამჟამად ფართო გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობა კარგად არის, - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ნაკრები გუშინ ჩამოვიდა საქართველოში.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ნაკრების წევრი ტოდორ ნედელევი.

“ბულგარეთის ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა განიცადა. გუნდის სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა დაკარგა ავტომობილის კონტროლი, რის შედეგადაც მძიმე ავარია მოხდა. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ამჟამად ფართო გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობა კარგად არის”, – ვკითხულობთ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის, (სისხლის სამართლის კოდექსის) 276-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის საფეხბურთო მატჩი ხვალ, 12 ივნისს არის ჩანიშნული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close